გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადება
უკრაინას ნატოში გაწევრიანებისკენ სვლა 2008 წელს რომ დაეწყო, რუსეთი ომს უფრო ადრე დაიწყებდა და ვითარება კიევისთვის გაცილებით უარესი იქნებოდა - აცხადებს გერმანიის ყოფილი კანცლერი. "ბიბისისთან" ინტერვიუში, ანგელა მერკელის თქმით, 2008 წელს მისთვის სავსებით ცხადი იყო, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესს უპასუხოდ არ დატოვებდა. გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ასევე შეშფოთება გამოთქვა რუსეთის პრეზიდენტის ბოლოდროინდელი ბირთვული რიტორიკის გამო და განმარტა, რომ დასავლეთმა ყველაფერი უნდა მოიმოქმედოს, ბირთვული იარაღის გამოყენების თავიდან ასარიდებლად.
