ექსპორტმა, საქართველოს რეგიონების მიხედვით, 2024 წლის მესამე კვარტალში ერთი მილიარდ 941 მილიონი დოლარი შეადგინა
ექსპორტმა, საქართველოს რეგიონების მიხედვით, 2024 წლის მესამე კვარტალში ერთი მილიარდ 941 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 25.6 მეათედი პროცენტით მეტია 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. მხოლოდ თბილისში რეგისტრირებული საწარმოების პროდუქციის ექსპორტმა 817 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთლიანი მაჩვენებლის 42 პროცენტია. თბილისის შემდეგ ექსპორტის მონაცემებით ლიდერობენ ქვემო ქართლი და სამეგრელო-ზემო სვანეთი. რაც შეეხება იმპორტს, საქართველოს რეგიონების მიხედვით, მისი რაოდენობა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.8 მეათედი პროცენტით გაიზარდა.
