მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რაკეტა, რომელიც პუტინმა დნეპრში გამოიყენა, კლასიკური კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტაა და არა ახალი ექსპერიმენტული ბალისტიკური იარაღი
მიხაილო პოდოლიაკი დარწმუნებულია, რომ რუსული რაკეტა „ორეშნიკი“ სინამდვილეში არ არსებობს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის თქმით, რაკეტა, რომელიც პუტინმა დნეპრში გამოიყენა, კლასიკური კონტინენტთა შორისი ბალისტიკური რაკეტაა და არა ახალი ექსპერიმენტული ბალისტიკური იარაღი, რაზეც კრემლის ლიდერი საუბრობდა. ორი დღის წინ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში საშუალო რადიუსის ახალი სარაკეტო სისტემა „ორეშ ნიკი“ წარმატებით გამოიყენა
