გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ევროპა გრძელვადიანი საფრთხის წინაშე დგას
ევროპა გრძელვადიანი საფრთხის წინაშე დგას. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა. „რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომი უკვე აღარ არის რეგიონული. პუტინი უკვე დიდი ხანია, სამხედრო ეკონომიკაზე გადავიდა და სამ თვეში აწარმოებს იმდენ იარაღსა და საბრძოლო მასალას, რამდენსაც მთელი ევრო კავშირი აწარმოებს ერთ წლის განმავლობაში. პუტინი უკვე მიიჩნევს თავს უკრაინელების წინააღმდეგ ომში გამარჯვებულად. ამავდროულად, დეზინფორმაციის გამოყენებით ჰიბრიდული ომი სრული სვლით მიმდინარეობს. ჩვენი უსაფრთხოება მყიფეა”. აღნიშნა პისტო რიუსმა
