საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ოლიმპიური სასახლე კარატეში საერთაშორისო ტურნირს, OPEN TBILISI 2024 მასპინძლობს
საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ოლიმპიური სასახლე კარატეში საერთაშორისო ტურნირს, OPEN TBILISI 2024 მასპინძლობს. საერთაშორისო ტურნირზე 5 ქვეყნის,700-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს. ღონისძიება გუშინ დაიწყო და ამ წუთისთვის ქართველ სპორტსმენებს 300-ზე მეტი მედალი აქვთ მოპოვებული. OPEN TBILISI დღეს დასრულდება
