საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
ზედიზედ მეექვსედ, საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ფინალში ესპანეთი 32:11 დაამარცხეს. ქართველმა მორაგბეებმა მატჩის ბედი პირველ 20 წუთში გადაწყვიტეს, როდესაც მეტოქეს სამი ლელო გაუტანეს. თავი საბა შარვაშიძემ, ანრი შველიძემ და დავით ბარბაქაძემ გამოიჩინეს. გიგი სირბილაძემ კი გარდასახვები და ჯარიმა ზუსტად შეასრულა. ზურაბ ამონაშვილის გაწვრთნილმა ნაკრებმა ესპანეთთან ფინალამდე, მეოთხედ ფინალში გერმანიას 67:0 აჯობა, ნახევარ ფინალში კი ნიდერლანდები 36:7 დაამარცხა
