ახლად არჩეული პარლამენტი პირველი სხდომისთვის ემზადება
ახლად არჩეული პარლამენტი პირველი სხდომისთვის ემზადება. მე-11 მოწვევის პარლამენტი ხვალ შეიკრიბება. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება და ტრადიციულად უხუცესი წევრი წარუძღვება. დღის წესრიგის პირველი საკითხი ახალი შემადგენლობისთვის უფლებამოსილების ცნობა იქნება. ცესკოს თავმჯდომარის მოხსენების შემდეგ საკითხი კენჭისყრაზე დადგება. ჩამოყალიბდება ფრაქციები, დეპუტატები თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს აირჩევენ. მომდევნო კვირის სხდომის დღის წესრიგშია მთავრობის ნდობის გამოცხადება
