რესპუბლიკელი სენატორის განცხადება
რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი ამერიკის მოკავშირე ქვეყნებს სანქციებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ ისინი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ისრაელის პრემიერ მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავებაში შეუწყობენ ხელს. „ფოქს ნიუსის“ ეთერში სენატორმა კანადას, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას და საფრანგეთს მკაცრი გაფრთხილება მისცა, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილონ.
