რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 34 უკრაინული დრონი ჩამოაგეს
რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 34 უკრაინული დრონი ჩამოაგეს. ინფორმაციას რუსული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ცნობით, 27-ი უპილოტო საფრენი აპარატი კურსკის, 4 ლიპეცკის, 2 კი ბელგოროდის ოლქში გაანეიტრალეს. თავდასხმების შედეგად არავინ დაშავებულა.
