კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე შალვა გოგოლაძე სამუშაო ვიზიტით კახეთის რეგიონს ეწვია
კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე შალვა გოგოლაძე სამუშაო ვიზიტით კახეთის რეგიონს ეწვია. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად იგი რეგიონის სპორტულ ინფრასტრუქტურას გაეცნო, შეხვდა მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ მწვრთნელებსა და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებს.
