მმართველი გუნდი რადიკალური ოპოზიციის პარლამენტში შესვლას პროგნოზირებს
მმართველი გუნდი რადიკალური ოპოზიციის პარლამენტში შესვლას პროგნოზირებს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის გზებს ოპოზიცია ეძებს. ნაც მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მანდატებზე უარს ამბობენ, თუმცა უარს იტყვიან თუ არა საბიუჯეტო დაფინანსებაზე, რაც მათ არჩევნების გათვალისწინებით უნდა მიიღონ, ვაშაძე არ აკონკრეტებს.
