ქრონიკა 11:00 საათზე - 24 ნოემბერი, 2024 წელი
ზედიზედ მეექვსედ, საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ფინალში ესპანეთი 32- 11 დაამარცხეს. ქართველმა მორაგბეებმა მატჩის ბედი პირველ 20 წუთში გადაწყვიტეს, როდესაც მეტოქეს სამი ლელო გაუტანეს.
