საელჩოების დუმილი
უკვე რამდენიმე დღე გავიდა "იმედის" გადამღები ჯგუფების მიმართ შეურაცხყოფისა და პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლიდან, თუმცა დიპლომატიურ კორპუსს ამ დრომდე არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია. ეს ის დიპლომატიური კორპუსია, რომელიც ნებისმიერ მოვლენაზე უსწრაფესს რეაგირებას ახდენს. თუმცა ამჯერად დუმილს ამჯობინებს. ხელისუფლება ასკვნის, რომ სწორედ ეს არის ორმაგი სტანდარტი.
