რადიკალთა მკრეხელობა
ეროვნული და რელიგიური ფასეულობების მიმართ ოპოზიციის რადიკალური ფრთის ზედაპირული და ხშირად უპატივცემულო დამოკიდებულება ახალი და მოულოდნელი არ არის. დღეს, გიორგობის დღესაც მათ თავი გამოიჩინეს და წმინდა გიორგის ხატის დამახინჯებული და პოლიტიზებული ქარდები გამოფინეს. გიორგი ვაშაძემ და ნიკა გვარამიამ ამ ფორმით მიულოცეს ქვეყანას, მართლმადიდებლებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე.
