"იმედის" წერილი
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ადგილობრივი არასამთავრობოები იმედის სოციალური გვერდების დისკრედიტაციას ცდილობენ, სწორედ ამიტომ ტელეკომპანია „იმედმა“ "მეტას" დუბლინის ოფისს ოფიციალური წერილი გაუგზავნა. წერილში საუბარია, რომ ბოლო წლებში იმედის ფეისბუქ გვერდზე ხორციელდება ორგანიზებული შეტევები, იგზავნება ყალბი რეპორტები, ყალბი ანგარიშებით, ექაუნთებით. მიზანი კი არის საქართველოში მაყურებლისთვის სანდო და მაღალ რეიტინგული ტელე არხის, „იმედის“ დისკრედიტაცია.
