„იმედი“ ქვეყნის პოლიტიკური მღელვარების პარალელურად მუდმივად რადიკალურად განწყობილი ადამიანების სამიზნეა
„იმედი“ ქვეყნის პოლიტიკური მღელვარების პარალელურად მუდმივად რადიკალურად განწყობილი ადამიანების სამიზნეა. სიახლე არ არის, რომ ტელეკომპანიაც და სოციალური პლატფორმებიც განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტი ხდება. მიმდინარე კვირას "იმედის" ჟურნალისტებზე თავდასხმა საკმარისად ვიხილეთ, ბოლო ორი დღე კი სოციალური ქსელების ჯერია. მანიპულაციურად ვრცელდება ინფორმაცია თითქოს „იმედის” ფეისბუქ გვერდი ყალბ ამბებს აქვეყნებს და ამის შესახებ მომხმარებლებს „მეტა” აფრთხილებს. სინამდვილეში ეს ყველაფერი კონკრეტული, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნახელავია. საუბარია ფაქტჩეკზე, მითების დეტექტორსა და ჯეო ფაქტზე. სწორედ მათი აქტიურობით "იმედს" პრობლემები სოციალური ქსელის პლატფორმებზე ექმნება.
