რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ მხარს უჭერს კიევისთვის „ტაურუსის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების დაუყოვნებლივ გადაცემას
რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმების გაძლიერების ფონზე, ევრო პარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ მხარს უჭერს კიევისთვის „ტაურუსის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების დაუყოვნებლივ გადაცემას. ცნობისთვის, კანცლერი ოლაფ შოლცი, დიდი ხანია, უარს აცხადებს „ტაურუსის“ უკრაინისთვის გადაცემაზე. მას ეშინია, რომ გერმანია, შესაძლოა, უშუალოდ ჩაერთოს რუსეთსა და უკრაინას შორის ომში.