სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ნათლობა გაიმართა
სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ნათლობა გაიმართა. პატრიარქის ნათლული კიდევ 700-მდე ბავშვი გახდა. საყოველთაო ნათლობის იდეა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ეკუთვნის. ილია მეორეს ნათლული ჯამში 47 ათასზე მეტი ბავშვია.
