მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ყველა მოქმედ ტაძარში წირვა აღევლინა. სამების საკათედრო ტაძარში მსახურება კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ შეასრულა. წირვის დასრულების შემდეგ მრევლს გადაგებით მიმართა. მეუფე შიომ წმინდა გიორგის ღვაწლზე ისაუბრა და მრევლს უწმინდესის მილოცვა გადასცა. მოსაყდრემ კიდევ ერთხელ აღნიშნა რა მნიშვნელობა აქვს 23-მ ნოემბერს, სამების საკათედრო ტაძრისთვის და მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს, რომლის შემოწირულებამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა სამების ტაძრის მშენებლობის საქმეში.
