სოციალურ ქსელში აქტიურად მიმდინარეობს ტელეკომპანია „იმედის” დისკრედიტაციის მცდელობის პროცესი
სოციალურ ქსელში აქტიურად მიმდინარეობს ტელეკომპანია „იმედის” დისკრედიტაციის მცდელობის პროცესი. მანიპულაციურად ვრცელდება ინფორმაცია თითქოს „იმედის” ფეისბუქ გვერდი ყალბ ამბებს აქვეყნებს და ამის შესახებ მომხმარებლებს „მეტა” აფრთხილებს. სინამდვილეში ეს ყველაფერი გამოწვეულია კონკრეტული არა სამთავრობო ორგანიზაციების მიერ. საუბარია ფაქტ ჩეკზე, მითების დეტექტორსა და ჯეო ფაქტზე. სწორედ მათ აქვთ ბერკეტი, რომლის მეშვეობითაც შეუძლიათ შეუქმნან იმედს პრობლემები სოციალური ქსელის პლატფორმებზე.
