ნიუ-დელის ადმინისტრაცია ინდოეთის ცენტრალური ხელისუფლებისგან დედაქალაქში საგანგებო ვითარების გამოცხადებას ითხოვს
ნიუ-დელის ადმინისტრაცია ინდოეთის ცენტრალური ხელისუფლებისგან დედაქალაქში საგანგებო ვითარების გამოცხადებას და უსაფრთხოების ისეთივე ზომების მიღებას ითხოვს როგორიც კოვიდ პანდემიის დროს მოქმედებდა. მიზეზი მომწამლავი სმოგია. მოსახლეობას სუნთქვის პრობლემები გაუჩნდა. დაკვამლიანების მიზეზად კი ფერმერების მიერ ნაკვეთების მომავალი სეზონისთვის მზადება სახელდება, რომლის დროსაც ისინი მიწის ნაკვეთებს ცეცხლს უკიდებენ
