ისრაელმა მასირებული საჰაერო იერიშ მიიტანა ბეირუთის ცენტრში
ისრაელმა მასირებული საჰაერო იერიშ მიიტანა ბეირუთის ცენტრში. რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ლიბანის ეროვნული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ბეირუთის ბასტას უბანში რვა სართულიან საცხოვრებელი შენობას ხუთი რაკეტა მოხვდა. „ჰეზბოლას“ მიერ კონტროლირებადი მედია საშუალება „ალ მანარი“ ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაიღუპა ოთხი და დაშავდა 23 ადამიანი. ისრაელის სამხედრო ძალებს თავდასხმასთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ
