ქართული ღვინო ავსტრიაში, საერთაშორისო ფესტივალზე „Orange Wine Festival“ წარადგინეს
ღვინის ეროვნული სააგენტოს და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 30-მდე კომპანია ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამართულ ქარვისფერი ღვინოების ფესტივალში მონაწილეობდა. ფესტივალი წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მასში ქართული ღვინის მარნების მონაწილეობა იძლევა შესაძლებლობას, რომ ფართო მასშტაბით წარმოჩინდეს ქართული ღვინო როგორც მომხმარებლების, ისე ღვინის საერთაშორისო ექსპერტებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლების წინაშე
