სოციალურ ქსელში აქტიურად მიმდინარეობს ტელეკომპანია „იმედის” დისკრედიტაციის პროცესი
სოციალურ ქსელში აქტიურად მიმდინარეობს ტელეკომპანია „იმედის” დისკრედიტაციის პროცესი. მანიპულაციურად ვრცელდება ინფორმაცია თითქოს „იმედის” ფეისბუქ გვერდი ყალბ ამბებს აქვეყნებს და ამის შესახებ მომხმარებლებს Meta აფრთხილებს. სინამდვილეში ეს ყველაფერი გამოწვეულია კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. საუბარია factcheck-ზე, მითების დეტექტორსა და geofacts-ზე. სწორედ მათ აქვთ ბერკეტი, რომლის მეშვეობითაც შეუძლიათ შეუქმნან „იმედს“ პრობლემები სოციალური ქსელის პლატფორმებზე
