ბათუმი ყოველწლიურ სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანას“ მასპინძლობს
ბათუმი ყოველწლიურ სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანას“ მასპინძლობს. ფესტივალი ტრადიციულად საშემოდგომო დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე მიმდინარეობს. ორი დღის განმავლობაში, ფესტივალის სტუმრებს საშუალება აქვთ ქალაქიდან გაუსვლელად აჭარულ სოფლებში იმოგზაურონ, დააგემოვნონ აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი კერძები, გაეცნონ აჭარულ ტრადიციებსა და კულტურას