თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია რესოციალიზაციის ხელშეწყობასა და მათთვის საგანმანათლებლო, შემეცნებითი პროგრამების ჩატარებას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში, თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიმართა
