ახლად არჩეული პარლამენტი ორშაბათს, 25 ნოემბერს შეიკრიბება
ახლად არჩეული პარლამენტი ორშაბათს, 25 ნოემბერს შეიკრიბება. პირველი სხდომის დღის წესრიგის პირველი საკითხი, ახალი შემადგენლობისთვის უფლებამოსილების ცნობა იქნება. ცესკოს თავმჯდომარის მოხსენების შემდეგ საკითხი კენჭისყრაზე დადგება. პირველივე სხდომაზე ჩამოყალიბდება ფრაქციები, დეპუტატები თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს აირჩევენ
