სომხეთი VS საქართველო
შვეიცარიის ქალაქ ნიონში ერთა ლიგის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართა და ბე დივიზიონში დასარჩენად საქართველოს ნაკრები სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ქართველი ფეხბურთელები შეხვედრებს 20 მარტს სტუმრად, ხოლო 23 მარტს სახლში ჩაატარებენ. ორმატჩიან დუელში გამარჯვებული გუნდი ბე დივიზიონში, ხოლო დამარცხებული ცე დივიზიონში ითამაშებს. დისკვალიფიკაციის გამო ეროვნულ გუნდს პირველ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია და გურამ კაშია ვერ დაეხმარებიან, მათ ჩეხეთთან მატჩში ყვითელი ბარათები მიიღეს