„ჰამლეტის“ პრემიერა
98 წლის ისტორიის მქონე, მოზარდ მაყურებელთა თეატრის დიდ სცენაზე, შექსპირის „ ჰამლეტი“ პირველად იდგმება. პრემიერა 28 ნოემბერს გაიმართება და ის დიდი ქართველი მსახიობის, უშანგი ჩხეიძის ხსოვნას ეძღვნება. რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი მოზარდ მაყურებელთა თეატრში, „ჰამლეტის“ საკუთარ, განსხვავებულ სცენურ ვერსიას წარადგენს
