ჰააგის გადაწყვეტილება
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის დაკავების ორდერი გასცა. სასამართლოს 22-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დასავლეთის მოკავშირე, დემოკრატიული ქვეყნის ლიდერს ბრალი წაუყენეს. ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა
