აქტივისტების სიცრუე
სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოქალაქე ლიზი თირქიას სიცრუეში ამხელს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ტყუილია, თითქოს ახალგაზრდა ქალს სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დაუკავშირდნენ და 5-ი პოლიციელის თავდასხმასა და შემდგომ მიმალვაში ადანაშაულებდნენ. მოგვიანებით, საკუთარი პოსტი თავად თირქიამ უარყო და თქვა, რომ ტექსტი სოციალურ ქსელში თავის დაზღვევის მიზნით განათავსა. თუმცა ამბავი ამით არ მთავრდება. ყველაზე საინტერესი ის არის, რომ აქტივისტ ლიზი თირქიას მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ პლატფორმა იქსზე გამოაქვეყნა. ყალბი ამბის გავრცელების კლასიკური მაგალითი ნახეთ მარიამ ქართველშვილის სიუჟეტში.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
