ევროპარლამენტარის გზავნილები
ევროკავშირმა პატივი უნდა სცეს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს- ასეთია თბილისში ვიზიტით მყოფი ფრანგი ევროპარლამენტარის გზავნილი. ტიერი მირიანმა “ქრონიკასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების მცირე ხარვეზები, მისი შედეგების ეჭვქვეშ დასაყენებლად არასაკმარისი საფუძველია. ფრანგი პარლამენტარი ვერც უვიზო რეჟიმის გაუქმების რეალურ საფუძველს ხედავს და უფრო მეტიც, ბრიუსელში ასეთი გადაწყვეტილების მიღებას - შეუძლებელს უწოდებს. ტიერი მარიანი განმარტავს, რომ მისი ზოგიერთი კოლეგა ქართული ოპოზიციის ნარატივს იმეორებს, დემოკრატიის პრობლემა კი არა თბილისს, არამედ ბრიუსელს აქვს. მარიამ გიგანის ინტერვიუ
სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
