,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე’’
,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე’’ პროგრამის ფარგლებში ბათუმში კიდევ ერთი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ავარიული შენობის ადგილზე თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება, რომელიც ორ მრავალ სართულიან კორპუსს აერთიანებს. პროგრამა 3000-ზე მეტი ოჯახისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნას ითვალისწინებს