„ქრონიკის“ გადამღები ჯგუფებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებთან დაკავშირებით , სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვები გრძელდება
„ქრონიკის“ გადამღები ჯგუფებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებთან დაკავშირებით , სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვები გრძელდება. დღეს ნიკო მანაგაძე გამოიკითხა. გამოკითხვიდან გამოსულმა მანაგაძემ თქვა, რომ საკუთარ დანაშაულს ვერ ხედავს. ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე შეურაცხყოფის, მუქარის და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები ისევ არაფერს ამბობენ. დიპლომატიური წარმომადგენლობების მსგავსად, ჩუმად არიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ეს ფაქტი კი პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ორმაგი სტანდარტი და ძალადობრივი ქმედებების წახალისებაა.
