სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ბენიამინს ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი ჯო ბაიდენმა აღმაშფოთებელ ფაქტად შეაფასა
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ბენიამინს ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი ჯო ბაიდენმა აღმაშფოთებელ ფაქტად შეაფასა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის ეკვივალენტობა არ არსებობს. თეთრი სახლის ლიდერის, განმარტებით, ვაშინგტონი ისრაელის გვერდით დგომას ურყევად განაგრძობს. შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ღაზაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი და ომის დანაშაულების ბრალდებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის, ასევე ჰამასის ერთ-ერთი ლიდერის დაკავების ორდერი გასცა.
