ოლაფ შოლცი ვადამდელ არჩევნებში საკუთარი პარტიიდან კანცლერის პოსტზე იქნება წარდგენილი
ოლაფ შოლცი ვადამდელ არჩევნებში საკუთარი პარტიიდან კანცლერის პოსტზე იქნება წარდგენილი. ამის შესახებ სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ, ლარს კლინგბეილმა განაცხადა. მანამდე ამავე პარტიის წარმომადგენელმა, თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ კანცლერის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას არ წამოაყენებს და მხარს გერმანიის ამჟამინდელ მეთაურს დაუჭერს. გერმანიის მმართველი კოალიცია მას შემდეგ დაიშალა, რაც ოლაფ შოლცმა ეკონომიკურ საკითხებში უთანხმოების გამო ფინანსთა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა. გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2025 წლის 23 თებერვალს გაიმართება.
