დასავლური იარაღი უკრაინაში ომს ძირეულად ვერ შეცვლის, თუმცა უკრაინას სხვა კუთხით დაეხმარება. ამ შინაარსის სტატიას „ნიუ იორკ თაიმსი“ აქვეყნებს
დასავლური იარაღი უკრაინაში ომს ძირეულად ვერ შეცვლის, თუმცა უკრაინას სხვა კუთხით დაეხმარება. ამ შინაარსის სტატიას „ნიუ იორკ თაიმსი“ აქვეყნებს. სტატიის თანახმად მიუხედავად დამატებითი დახმარებისა, შეერთებული შტატების დაზვერვის და პენტაგორის ექსპერტები თვლიან, რომ უკრაინას დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება გაუჭირდება. აღმოსავლეთის რეგიონი კი თანდათან რუსეთის კონტროლის ქვეშ ექცევა. შესაბამისად, ამერიკელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ბრძოლის ველზე ძირეული ცვლილებები ვერ მოხდება. თუმცა გამოცემის მტკიცებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დაჩქარება მომავალ მოლაპარაკებებში უკრაინის პოზიციას გაამყარებს.
