უკრაინის ქალაქ სუმში რუსეთის თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა
უკრაინის ქალაქ სუმში რუსეთის თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა. სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმა შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით მოხდა. სამიზნე კი ქალაქის ცენტრში მდებარე უბნები იყო. პარალელურად ოკუპანტის შესაძლო იერიშისთვის ემზადებიან დედაქალაქ კიევში. რუსეთის მხრიდან სამთავრობო კვარტალზე დარტყმის საფრთხის შესახებაც გავრცელდა ცნობა, რის გამო უკრაინის უმაღლესმა რადამ 22 ნოემბერს დაგეგმილი სხდომა გააუქმა.
