კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ ფარგლებში „ქართული და ევროპული საეკლესიო მუსიკის“ საღამო გაიმართა.
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ ფარგლებში „ქართული და ევროპული საეკლესიო მუსიკის“ საღამო გაიმართა. ღონისძიებას კულტურისა და სპორტის მინისტრი თინათინ რუხაძე, მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანი და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ. თბილისის ბაროკო ფესტივალი 2015 წელს დაარსდა და ყოველწლიურად ტარდება. მასში მონაწილეობენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი შემსრულებლები და გუნდები, ფესტივალი 11 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
