,,მოხალისე ახალგაზრდები კლიმატის ცვლილებებისათვის’
,,მოხალისე ახალგაზრდები კლიმატის ცვლილებებისათვის’’- ამ სახელწოდებით საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდისა და ახალგაზრდული ორგანიზაცია ჰელფინგ ჰენდის ორგანიზებით პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა. ახალგაზრდებმა თბილისის, გურჯაანის, თელავის, ლაგოდეხისა და გორის მუნიციპალიტეტებიდან მათ მიერ განხორციელებული პროექტები წარადგინეს. პროექტი მიზნად ისახავდა მოზარდების ინფორმირებას კლიმატის ცვლილებებზე, მათ ჩართულობას გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური მდგრადობის ხელშესაწყობად. დაჯილდოვდნენ პოსტერებისა და ესეების კონკურსის გამარჯვებული ახალგაზრდები.
