2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეოს აღწერის ფარგლებში თვითრეგისტრაციის პროცესი 28 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება
2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეოს აღწერის ფარგლებში თვითრეგისტრაციის პროცესი 28 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. საქსტატის ინფორმაციით პლატფორმა 23 ნოემბრის ნაცვლად 28 ნოემბერს დაიხურება. სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, რომ ვადის გახანგრძლივების მიზეზი მოსახლეობის მხრიდან მაღალი აქტივობა და მოთხოვნაა. თვითრეგისტრაციის დასრულების შემდეგ 29 ნოემბრიდან - 19 დეკემბრის ჩათვლით, მონაცემები შეგროვდება საქსტატის 12 000-მდე ინტერვიუერის მიერ, კარდაკარის პრინციპით, პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით.
