ახლად არჩეული პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება
ახლად არჩეული პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება. პირველი სხდომა 12 საათზე დაიწყება და მას უხუცესი წევრი ,ლადო კახაძე წარუძღვება. შალვა პაპუაშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სასესიო დღისა და კვირის დღის წესრიგზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანო ცნობს 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილებას, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარეს, მოადგილეებსა და კომიტეტების ხელმძღვანელებს აირჩევენ. სასესიო კვირის დღის წესრიგშია მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება, პრეზიდენტის არჩევის თარიღის დანიშვნა.
