ნეთანიაჰუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება
“შავი დღე მართლმსაჯულების ისტორიაში” - ასე ეხმიანება ნეთანიაჰუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ისრაელის პრემიერი აცხადებს, რომ ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას არ აღიარებს, ღაზაში ომის დანაშაულების ჩადენას კი უარყოფს.