ჰააგის სასამართლომ ისრაელის პრემიერ მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის და „ჰამასის“ ლიდერის დაპატიმრების ორდერები გასცა
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, ისრაელის პრემიერ მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის და „ჰამასის“ ლიდერის, დაპატიმრების ორდერები გასცა. გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ დაპატიმრების ორდერები, ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის გაიცა.
