გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გაეროს კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენციის ფარგლებში ბაქოში ვიზიტით იმყოფება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გაეროს კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენციის ფარგლებში ბაქოში ვიზიტით იმყოფება. ოთარ შამუგიამ შეხვედრები გამართა კოლეგა მინისტრებთან და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან. შამუგიამ გარემოსდაცვითი ინტეგრირების ჯგუფის წევრი ქვეყნების მინისტრებს ქართულ სტენდთან უმასპინძლა. ოთარ შამუგიამ შეხვედრა გამართა აზიის განვითარების ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილესთან, კლიმატის მწვანე ფონდის რეგიონულ დირექტორთან. ასევე შეხვედრა შედგა ევროპის ეკონომიკური კომისიის დირექტორის მოადგილესთან.