ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე შეურაცხყოფის, მუქარის და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები ისევ დუმილს ინარჩუნებენ
ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე შეურაცხყოფის, მუქარის და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები ისევ დუმილს ინარჩუნებენ. დიპლომატიური წარმომადგენლობების მსგავსად არაფერს ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. სხვადასხვა მედიასაშუალებამ გაავრცელა განცხადებები, რომლებშიც საუბარია ჟურნალისტებისთვის საქმიანობის ხელის შეშლაზე, თუმცა არც ერთ განცხადებაში ტელეკომპანია „იმედი“ ნახსენები არ არის. ასევე სხვადასხვა მედიასაშუალებამ არ გააშუქა იმედის ჟურნალისტების საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვა. ორმაგი სტანდარტი - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება.
