პრემიერა რუსთაველის თეატრში
ხვალ რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე, ბასა ჯანიკაშვილის პიესა გათამაშდება. რეჟისორი ზურა გეწაძეა. „მშვიდობით, თემურ!” ასე ჰქვია აბსურდის ჟანრში გადაწყვეტილ სპექტაკლს, რომელშიც ცნობილ მსახიობებთან ერთად თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები მონაწილეობენ. პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
