ფაქტები და ჩვენებები
ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში „იმედის“ ჟურნალისტებიც დაიკითხნენ, „მთავარი არხის“ ოპერატორიც და ეს ყველაფერი „იმედის” ეთერში იყო - სხვებისგან განსხვავებით. საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა პირველი არხის ჟურნალისტი შალვა სუმბაძეც. პარალელურად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ პირველი არხის ჟურნალისტთა მხარდამჭერი განცხადება შეიმუშავა. უმრავლესობის პოზიცია მხოლოდ ლიკა ბასილაიამ და ზაზა აბაშიძემ არ გაიზიარეს
