სამ საათზე ნაკლები დრო რჩება ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე ფინეთისა და საქართველოს კალათბურთელ ნაკრებ გუნდებს შორის
სამ საათზე ნაკლები დრო რჩება ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე ფინეთისა და საქართველოს კალათბურთელ ნაკრებ გუნდებს შორის. ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გუნდს კაპიტანი თორნიკე შენგელია დღეს დილით შეუერთდა. განრიგის მიხედვით მას უნდა დაესვენა, რადგან გუშინ გვიან ღამით ევროლიგაზე ითამაშა, მაგრამ მან დასვენებაზე უარი თქვა და ნაკრებთან ერთად ივარჯიშა. მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდარ ჯიკიჩმა კი 12-კაციანი სამატჩო შემადგენლობა დაასახელა და 15-კაციანი განაცხადიდან სამი კალათბურთელი გიორგი ოჩხიკიძე, მათე ყავლაშვილი და ილია ლონდარიძე ამოიღო. მატჩი თბილისის დროით 20:30 წუთზე დაიწყება
