პარლამენტის თავმჯდომარე უცხო ძალების მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაზე საუბრობს
პარლამენტის თავმჯდომარე უცხო ძალების მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაზე საუბრობს. შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში, კონკრეტულად, შვედეთის მაგალითზე ისაუბრა და თქვა, რომ, როდესაც საერთაშორისო ნორმების დარღვევით საქართველოში ჩამოსული შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი მიტინგზე, ხალხს მაიდნისკენ მოუწოდებს, ფაქტია, რომ აქ კეთილი ზრახვები არ არის. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზეც და ხაზი გაუსვა, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ძირითადად სწორედ შვედეთიდან ფინანსდება
